Arquivos de periódicos de outubro 2018

01 de outubro de 2018

ოქტომბრის თვის დავალება

მოგესალმებით.
სექტემბრის თვის შეჯიბრი უკვე დასრულდა და გამარჯვებულები დღეს გახდება ცნობილი. მანამდე კი ყურადღებით გაეცანით მეოთხე, ოქტომბრის თვის დავალებას:

"ქალაქ თბილისში აღწერეთ საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი მარადმწვანე ბუჩქები. (თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამოიცნოთ ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი სახეობები, გააკეთეთ დაკვირვება თბილისში არსებულ ნებისმიერ მარადმწვანე ბუჩქზე. თქვენი დაკვირვება დაემატება რუკაზე, თუმცა შედეგების დათვლისას ჟიური არ ჩათვლის).
დავალების სწორად შესასრულებისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ფოტოგიდი:
https://www.inaturalist.org/guides/8075
დავალების შესრულება შეგიძლიათ 1-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

ამ ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  1. მონაწილე, ვინც გააკეთებს ყველაზე მეტ დაკვირვებას - დაჯილოვდება GPS ნავიგატორით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  2. მონაწილე, ვინც დააკვირდება ყველაზე მეტი სახეობის მცენარეს - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  3. მონაწილე, ვინც მოახდენს პროექტში ატვირთული სახეობების სწორ იდენტიფიცირებას - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.

შეგახსენებთ კონკურსის პირობებს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ ერთსა და იმავე სახეობის მცენარეზე ერთზე მეტი დაკვირვება განხორციელდა და ამ დაკვირვებების დაშორება ერთმანეთისგან არ არის 1 კმ-ზე მეტი, ჩაითვლება მხოლოდ ერთი დაკვირვება.
  2. დაკვირვება არ ჩაითვლება, თუ მასში აღწერილი მცენარე არ შედის პროექტის კურატორის მიერ დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში.
  3. კონკურსში ჩაითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
  4. არ ჩაითვლება კულტივარ მცენარეზე განხორციელებული დაკვირვება.

დამატებით კითხვებზე დაგვიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებებს!

Posted on 01 de outubro de 2018, 05:14 AM by nbgg nbgg | 0 comentários | Deixar um comentário