Arquivos de periódicos de agosto 2018

01 de agosto de 2018

აგვისტოს თვის დავალება - თბილისში გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქები

მონაწილეებმა წარმატების შეასრულეს პირველი დავალება და თბილისის რუკაზე უკვე ასახულია 319 დაკვირვება და აღწერილია 65 სახეობის მცენარე!

ახლა კი ყურადღებით გაეცანით მეორე დავალებას:
ქალაქ თბილისში აღწერეთ საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქები. (თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამოიცნოთ ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი სახეობები, გააკეთეთ დაკვირვება თბილისში არსებულ ნებისმიერ ფოთოლმცვენ ბუჩქზე. თქვენი დაკვირვება დაემატება რუკაზე, თუმცა შედეგების დათვლისას ჟიური არ ჩათვლის). დავალების სწორად შესასრულებისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ფოტოგიდი: https://www.inaturalist.org/guides/8073
დავალების შესრულება შეგიძლიათ 1 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით.

ამ ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  1. მონაწილე, ვინც გააკეთებს ყველაზე მეტ დაკვირვებას - დაჯილოვდება GPS ნავიგატორით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  2. მონაწილე, ვინც დააკვირდება ყველაზე მეტი სახეობის მცენარეს - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  3. მონაწილე, ვინც მოახდენს პროექტში ატვირთული სახეობების სწორ იდენტიფიცირებას - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.

შეგახსენებთ კონკურსის პირობებს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ ერთსა და იმავე სახეობის მცენარეზე ერთზე მეტი დაკვირვება განხორციელდა და ამ დაკვირვებების დაშორება ერთმანეთისგან არ არის 3 კმ-ზე მეტი, ჩაითვლება მხოლოდ ერთი დაკვირვება.
  2. დაკვირვება არ ჩაითვლება, თუ მასში აღწერილი მცენარე არ შედის პროექტის კურატორის მიერ დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში.
  3. კონკურსში ჩაითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
  4. არ ჩაითვლება კულტივარ მცენარეზე განხორციელებული დაკვირვება.

დამატებით კითხვებზე დაგვიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებებს!

Posted on 01 de agosto de 2018, 05:26 AM by nbgg nbgg | 0 comentários | Deixar um comentário

30 de agosto de 2018

პირველი საველე გასვლა

ძვირფასო მონაწილეებო, პროექტის მეორე დავალების შესრულების დრო ამოიწურა და მიმდინარეობს შედეგების დათვლა, რომელიც 31 აგვისტოს გახდება ცნობილი.
გამარჯვებულების გამოვლენამდე კი გთავაზობთ პირველ საველე გასვლას თრიალეთის ქედზე, სადაც ვილაშქრებთ, გავეცნობით ადგილობრივ მცენარეულ მრავალფეროვნებას, უკეთ გაგაცნობთ პროექტის წესებს და პირობებს, გავერთობით და მხიარულად გავატარებთ დროს.

მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ბლანკი: https://goo.gl/forms/n7nFHEiexVZtpQyZ2

გისურვებთ წარმატებებს <3

Posted on 30 de agosto de 2018, 07:21 AM by nbgg nbgg | 0 comentários | Deixar um comentário

31 de agosto de 2018

მეორე დავალების მიხედვით გამარჯვებულები

მეორე დავალების შესრულებაში, რომელიც თბილისში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქების აღწერას გულისხმობდა, მონაწილეობდა 17 ადამიანი. მონაწილეებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელეს #243_დაკვირვება და აღწერეს #48_სახეობის მცენარე.

28 აგვისტოს მეორე დავალების შესრულების დრო ამოიწურა და დროა გამარჯვებულები დავასახელოთ. შედეგების დათვლისას ჟიურიმ გაითვალისწინა პროექტის წესები:

1) თუ მონაწილეს ერთი და იმავე სახეობის მცენარზე 1 კილომეტრის რადიუსში აქვს რამდენიმე დაკვირვება, ეთვლება მხოლდოდ ერთ-ერთი მათგანი.
2) თუ მონაწილის განხორციელებული დაკვირვება არ შედის დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში, ეს დაკვირვება არ ითვლება.
3) ითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
4) არ ითვლება კულტივარ მცენარეზე გაკეთებული დაკვირვებები.

წესების გათვალისწინებით გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

✅ 1) ყველაზე მეტი დაკვირვება განახორციელა მონაწილემ „ninikosiashvili”, რომელმაც კონკურსის წესების მიხედვით ჯამში 171 დაკვირვება გააკეთა.
✅ 2) ყველაზე მეტი სახეობის მცენარე აღწერა მონაწილემ „mis0”. რომელმაც კონკურსის წესების მიხედვით აღწერა 6 სახეობის მცენარე.
✅ 3) პროექტში ყველაზე მეტი სახეობის მცენარის გვარი ან სახეობა გაარკვია მონაწილემ „temotemo“ (ჯამში 54 იდენტიფიკაცია).

მაშ ასე, მეორე დავალებაში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები:

🏆 ყველაზე მეტი დაკვირვება - GPS ნავიგატორი ჯეოლენდიგან, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

🏆 ყველაზე მეტი სახეობის მცენარე - სალაშქრო/სპორტული ინვენტარის მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერი, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

🏆 გაარკვია ყველაზე მეტი სახეობის მცენარე - სალაშქრო/სპორტული ინვენტარის მაღაზიის 300 ლარიანი ვაუჩერი, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

კონკურსი კვლავ გრძელდება და 1 სექტემბერს ახალი დავალება გახდება ცნობილი.

პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ! <3

Posted on 31 de agosto de 2018, 09:49 AM by nbgg nbgg | 0 comentários | Deixar um comentário