2019 წლის შეჯამება

👏🎊 "თბილისი ეკომონადირე 2019” დასრულდა!

წლევანდელი წელი გამოირჩეოდა თავგადასავლებით, საინტერესო დავალებებით, ლაშქრობებითა და პრიზებით🤗
და რაც მთავარია წლევანდელ სეზონზე მონაწილეთა რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული აღწერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა!

2019 წელს, პროექტის ფარგლებში:
განხორციელდა 8 500 დაკვირვებაზე მეტი!
აღიწერა 350-მდე ახალი სახეობა!
ჩაერთო 300-მდე ახალი მონაწილე!

🍃 პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის მიერ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერა ონლაინ პლატფორმა - iNaturalist.org-ის საშუალებით🕵️‍♂️

▶ პროექტი კონკურსის სახით ხორციელდებოდა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში🤠

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს👏
გისურვებთ წარმატებებს!

Posted on 23 de novembro de 2019, 04:33 AM by nbgg nbgg

Comentários

Nenhum comentário ainda.

Adicionar um Comentário

Iniciar Sessão ou Registar-se to add comments