თბილისი ეკომონადირე 2019 და აპრილის ძირითადი დავალება

🔜 თბილისი ეკომონადირე 2019 და ახალი თავგადასავლები დაიწყო 🤗📲🍃

წელს გელოდებათ ბევრი საინტერესო დავალება, ლაშქრობა და რაც მთავარია, ყველაზე მაგარი და მრავალფეროვანი პრიზები🏌‍♂🎧📻🎒

აღმოაჩინე, დააკვირდი, გააზიარე თბილისის ურბანული გარემოს მცენარეთა მრავალფეროვნება🤳🍀
▶ პროექტი კონკურსის სახით ხორციელდება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული ყოველთვიური დავალებების შესრულებაში🤠

მას ასე, წარმოგიდგენთ აპრილის ძირითადი დავალებას, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ 25 აპრილის ჩათვლით:
📲 iNaturalist-ის აპლიკაციის საშუალებით გადაიღე ფოტო და პროექტში ატვირთე გაზაფხულზე მოყვავილე ბალახოვანი მცენარეები 🌿🌼

🌐 ინსტრუქციას გაეცანით ლინკზე: http://bit.do/eM4G6

გისურვებთ წარმატებებს <3

Posted on 05 de abril de 2019, 01:10 PM by nbgg nbgg

Comentários

Nenhum comentário ainda.

Adicionar um Comentário

Iniciar Sessão ou Registar-se to add comments